2014 წლის ოქტომბერში, ფსიქოლოგიის მიმართულება გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხოლო პედაგოგიკის სასწავლ-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელთა გაერთიანების საფუძველზეც ჩამოყალიბდა ახალი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ამჟამად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს 2400-ზე მეტი სტუდენტი (სწავლების სამივე დონეზე), რომელთა განათლებასაც ემსახურება 60-მდე პროფესორი, ფაკულტეტზე ხორციელდება 4 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, 2 ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, 2 Minor პროგრამა და 15-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა.